შალვა პაპუაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი წერილის შესახებ: „არის სამართლებრივი პროცესი და სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები – აქ მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“

31

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ მორიგ წერილზე ისაუბრა.

„არის სამართლებრივი პროცესი და სამართლებრივ პროცესს სჭირდება სამართლებრივი პასუხები. პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანის პერსპექტივა მართლმსაჯულებაში არც აქამდე ჰქონდა და არც ახლა აქვს, ასე რომ, აქ მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.