ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანიის, Air China-ს პრეზიდენტს, ცუ გუანგძს შეხვდა

75

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანიის, Air China-ს პრეზიდენტს, ცუ გუანგძს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთს შორის საავიაციო მიმოსვლის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს, მათ შორის, პეკინიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენის დანიშვნის საკითხი.

მზარდი სტატისტიკისა და მოთხოვნის გათვალისწინებით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ Air China საქართველოს მიმართულებით ჩინეთის სხვა ქალაქებიდან ფრენების დაწყების შესაძლებლობას შეისწავლის. ასევე, ყურადღება გამახვილდა შუალედური პუნქტების გავლით საქართველოსა და ჩინეთს შორის საჰაერო დაკავშირებადობის გაზრდაზე.