“დღევანდელი, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის კონტროლირებადი „სამართალი“ თუ გინდათ, შიშველი ნახოთ, გუშინდელი ფაქტის მარტივი ანალიზიც კმარა: კოლექტიურმა დასავლეთმა სანქციების სიიდან ამოიღო ორი რუსი მილიარდერი – უსმანოვი და ფრიდმანი, რომლებიც არათუ რუსულ გავლენებს ატარებენ, არამედ პირდაპირ მთელ თავის კაპიტალს ფლობენ რუსეთში”, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.
„ამის პარალელურად, სანქცირებული რჩება მეცენატი და ქველმოქმედი, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ჭორაობის საფუძველზე, ყოველგვარი ფაქტების გარეშე, არარსებული „რუსული გავლენების ლობირების“ გამო დაასანქცირეს.
ამიტომ – ცეცხლი ოლიგარქიას!!! აყროლებული დასავლური ოლიგარქიული სისტემა უნდა დაინგრეს!!!“ – წერს დავით ქართველიშვილი.


