გურამ მაჭარაშვილი “ლელოს” დაპირების შესახებ: „რუსეთს სანქციები დაუწესო – უდრის ეკონომიკის, მინიმუმ, 10%-იან ვარდნას ქვეყანაში და ეს როგორ უდრის 1000 ლარამდე პენსიების გაზრდას?! ათასი ლარი იქით იყოს, “ლელოს” ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი რომ გადაიდგას, არსებულ პენსიებსაც ვერ გაისტუმრებს მთავრობა“

98

„ლელოს“ იმის უნარიც არ აღმოაჩნდა, რომ რამდენიმე დღე მაინც გასტანოს იმ ტყუილმა დაპირებებმა, რასაც აცხადებენ. მეორე წუთიდანვე იშიფრებიან და ქართველი ხალხი ხვდება, რომ ეს არის მათი ე.წ. წინასაარჩევნო ტრიუკები“, – განაცხადა მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა.

„რუსეთს სანქციები უნდა დაუწესონ, რაც უდრის, მინიმუმ, 10%-იან ეკონომიკის ვარდნას ქვეყანაში… ეს როგორ უდრის 1000 ლარამდე პენსიების გაზრდას?! როგორც ჩანს, „ლელოს“ – ძირითადად, ამ ბანკირების შემადგენლობას თავისი ფორმულა აქვს, – რა მათემატიკური გათვლაც არ უნდა განახორციელონ, ჯამში, ციფრი იქნება მათთვის სასურველი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.