კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ მწვრთნელთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
„ვილი სანიოლის უმთავრესი მიღწევა ჩვენ ნაკრებში მოხდენილი მენტალური გარდატეხაა, მან ჩვენი ფეხბურთელები ღირსეული დამარცხებულის კომპლექსისგან გაათავისუფლა და გუნდს ევროპულ გრანდებთან რიდის გარეშე თამაში ასწავლა. გულშემატკივარს კი დაგვიბრუნა იმის რწმენა, რომ დიადი მიზნებისკენ სწრაფვა სრულად ლეგიტიმური მოთხოვნაა საკუთარი ნაკრებისგან. მადლობა და ნახვამდის“,-წერს ოდიშარია.


