პრემიერი: “ლიბერალები ჰქვიათ „ალდეს“ პარტიის წარმომადგენლებს და მთავარი ანტილიბერალები სწორედ ისინი არიან, არავითარი პრინციპები არ აქვთ, ამის შედეგია, რომ არც ალეკო ელისაშვილის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ აქტს გაემიჯნენ და ზოგადად, არიან ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზაციის მხარდამჭერები”

12

“ლიბერალები ჰქვიათ „ალდეს“ პარტიის წარმომადგენლებს და ხედავთ, რომ მთავარი ანტილიბერალები, ამ სიტყვის სათანადო გაგებით, სწორედ ისინი არიან”, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, მათ არავითარი პრინციპები არ აქვთ.

„სწორედ ამის შედეგია ის, რომ ისინი არც ალეკო ელისაშვილის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ აქტს გაემიჯნენ და ზოგადად, არიან ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზაციის მხარდამჭერები. ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი, რასაც საზოგადოება კარგად ხედავს და სათანადოდ აფასებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.