საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დღეს კანადის საგარეო საქმეთა მინისტრს ანიტა ანანდს შეხვდა

44

კანადაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა კანადელ კოლეგასთან, ანიტა ანანდთან შეხვედრა გამართა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და კანადას შორის ორმხრივ ურთიერთობებზე, პოლიტიკური დიალოგისა და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.