“ქართველმა ხალხმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქართველ ამომრჩეველს ოპოზიციის მიმართ ორგანული მიუღებლობა აქვს. ეს ამომრჩევლის პრობლემა კი არა, თავად ოპოზიციაში მყოფი ადამიანების ბრალია, რომლებიც ქართველ ხალხში ნდობასა და სიმპათიას ვერ იწვევენ, რადგან მათი წარსული და მათ მიერ არჩეული პოლიტიკური გზა კრიტიკას ვერ უძლებს”, – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შესახებ, სადაც “ქართული ოცნებას” – 36%, ხოლო ყველა ყველა სხვა ოპოზიციას ჯამში – 16% აქვს.
„ყველამ უნდა გაიგოს ერთი რამ – ქართველ ამომრჩეველს არ უყვარს მოღალატე ადამიანები, მით უფრო – პოლიტიკაში.
შესაძლოა, პიროვნული ღალატი ქართველმა ადამიანმა დაივიწყოს, მაგრამ ქვეყნის ღალატს ვერც დაივიწყებს და არც არავის შეარჩენს.
IRI-ის კვლევამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ოპოზიციას პულსი არ ესინჯება და მას უცხოელი პარტნიორები ხელოვნურად აცოცხლებენ.
პარადოქსული კი ის არის, რომ სწორედ ამ ერთპროცენტიან და რამდენიმეპროცენტიან პარტიებს უნდათ ქვეყნის სათავეში მოსვლა და სწორედ ეს პარტიები საუბრობენ ხალხის სახელით.
ხალხის სახელით საუბარი მარტივია, მაგრამ ხალხის ნდობის მოპოვებაა მთავარი. ქართველმა ამომრჩეველმა ოპოზიციას კიდევ ერთხელ უთხრა თავისი სათქმელი და პოლიტიკურ სარკეში ჩაახედა, სადაც ოპოზიცია საერთოდ არ ჩანს!
პ.ს. შეგახენებთ, რომ გავრცელდა IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის პოლიტიკური ნაწილი:
“ქართული ოცნება” – 36%
ყველა სხვა ოპოზიცია ჯამში – 16%”, – წერს ჩიხელიძე.


