გია აბაშიძე: “რაც უნდათ, ის ითვალონ და გადაითვალონ, რაღაც იზეიმონ – შედეგი ისევ ისაა, რაც 2012 წლიდანაა: „ქართული ოცნება“ მყარად ლიდერობს (36%), თუნდაც, IRI-ის გამოკითხვაშიც, რომელსაც რადიკალები მალავენ, ხოლო მთელი „კოლექტიური ოპოზიცია“ ერთად აღებული, ლამის სტატისტიკურ შეცდომაში და სრული პოლიტიკური კოლაფსის რეჟიმში ცხოვრობს”

51

“რაც უნდათ, ის ითვალონ და გადაითვალონ, რაღაც იზეიმონ – შედეგი ისევ ისაა, რაც 2012 წლიდანაა: „ქართული ოცნება“ მყარად ლიდერობს (36%), თუნდაც, IRI-ის გამოკითხვაშიც, რომელსაც რადიკალები მალავენ, ხოლო მთელი „კოლექტიური ოპოზიცია“ ერთად აღებული, ლამის სტატისტიკურ შეცდომაში და სრული პოლიტიკური კოლაფსის რეჟიმში ცხოვრობს”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

“რომ შევკრიბოთ ეს ათი ერთპროცენტიანი და ორპროცენტიანი ოპოზიციური ნამცეცი, მივხვდებით, რომ უტიფარი „ნაცლუზერობა“ შეუცვლელი მოცემულობაა. ერთმანეთზე გადაკიდებული ნაცკანტორების ე.წ. „ლიდერები“ და გაპარტახებული ოპოზიციური ფლანგი – ეს არ არის უბრალოდ კრიზისი, ეს უკვე დიაგნოზია. ხალხმა მშვენივრად იცის, ვის აბარებს ქვეყნის სადავეებს, ნაცმანქურთებს კი ის უკიდურესად არაკომფორტული რეჟიმი შერჩენიათ, სადაც მათთვის მთავარია არაფრისმომცემი პროცესი, ტყუილი, დრამატიზაცია-მეზღაპრეობა, ხელისუფლების მაქსიმალური დემონიზაცია და კიდევ ერთი ისტორიული მარცხის „ზეიმი”, – წერს აბაშიძე.