ექსპერტი ირაკლი ლატარია IRI-ის მიერ პოლიტიკური პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით ჩატარებულ კვლევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“გუშინ, ციხიდან რომ იმუქრებოდა სააკაშვილი, – დედას გიტირებთ “ქოცებსო”, დღეს ცნობილი ხდება, რომ IRI-ის კვლევით, მოსახლეობის მხოლოდ 8% უჭერს მხარს. აქედანაც ჩანს, ვის აქვს დედა ნატირები.
ამ სლაიდში კიდევ ერთი საინტერესო ამბავი ის არის, რომ ამერიკელებს ღარიბაშვილი ოპოზიციონერად ჰყავთ განხილული და კი აქვს შესაბამისი “მხარდაჭერა” – 1%. ამით ყველაფერი ნათქვამია”, – წერს ლატარია.


