ზურაბ ქადაგიძე: “გვარამია იყო, არის და იქნება იმ რეჟიმის არქიტექტორი, რომელიც კანონმდებლობას არგებდა სადამსჯელო სისტემას და პირადად გასცემდა დირექტივებს, რა მეთოდით ემოქმედათ ზონდერ პროკურორებს, მოსამართლეებსა და საჯარო მოხელეებს!”

167

„გვარამია იყო, არის და იქნება იმ რეჟიმის არქიტექტორი, რომელიც ცალკე კანონმდებლობას არგებდა სადამსჯელო სისტემას და, ცალკე, პირადად გასცემდა დირექტივებს, რა მეთოდით ემოქმედათ ზონდერ პროკურორებს, მოსამართლეებსა და საჯარო მოხელეებს!“ – წერს „ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

ზურაბ ქადაგიძე გვარამიას პოლიტიკური თანამდებობების ჩამონათვალს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ის მუდამ დარჩება “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის ერთ-ერთ შემქნელად.

“გვარამია იყო პარლამენტის დეპუტატი, გენპროკურორის მოადგილე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, და ბოლოს – განათლების მინისტრი; შესაბამისად, ჯერ ემსახურა რეჟიმზე მორგებულ კაბალურ კანონშემოქმედებას; შემდეგ იყო პოლიტიკური პროკურორი, რომლის კისერზეა 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია “იმედის” დარბევა; იუსტიციაში ადეიშვილთან და ახალაიასთან ერთად შექმნა ციხის სადამსჯელო რეჟიმი, რასაც ასობით პატიმარი შეეწირა და ათასობით მსჯავრდადებული გახდა უნარშეზღუდული, ხოლო ბოლოს – განათლების სისტემა, მთლიანად, ახალი თაობის გონების სტერილიზაციასა და ახალგაზრდების გენმოდიფიცირებას მოახმარა! ასე რომ, „არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა”…

გვარამია იყო, არის და იქნება “ნაცმოძრაობის” მოძალადე სისტემის არქიტექტორი!“ – წერს ზურაბ ქადაგიძე “ფეისბუკის” გვერდზე.