ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ევროსაბჭოში ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების ვიზიტს და ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს განცხადებას ეხმაურება.
„უცხოური გავლენის აგენტებად მყარად ლუსტრირებული აქაური სამოქალაქო სექტორის რადიკალური ფრთა სტრასბურგში ჩვენი ქვეყნის დასმენისთვის მორიგ ტურზე გაემგზავრა.
და იცით, იქ რა მოხდა?
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალან ბერსემ უთხრა, – უთქვენოდაც კარგად ვიცით, რაც ხდება რეალურად საქართველოშიო, და შემდეგ, როგორც მის განცხადებაშია ნათქვამი:
„შეხვედრაზე გამოიკვეთა, სად შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი გავლენა, მათ შორის, ევროსაბჭოს რეფორმირების გზით“.
ანუ, ცალსახად, თავისი პირით აღიარა, რომ თავად ევროსაბჭოც საჭიროებს რეფორმას. ნამდვილად საჭიროებს, რომ როგორც მინიმუმ, დაინტერესებული ჯგუფების და მსგავსი ფსევდო “ენჯეოების” ზეგავლენით არ მიიღოს სულელური და რეალობას აცდენილი რეზოლუციები საქართველოზე“, – წერს ანჯაფარიძე.


