“მინდა, ვკითხო “ნაცმოძრაობას”: მაინც რის აღნიშვნა გინდათ 1-ელ ოქტომბერს? თქვენი ბელადის სრული ფიასკოსი? როგორ შემოიპარა ქურდულად საქართველოში რევოლუციის მოსახდენად, როგორ გაფარჩაკდა და პირდაპირ ვირის აბანოში აღმოჩნდა?” – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
„იქნებ, იმის აღნიშვნა გინდათ, თუ როგორ მიატოვა სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს სულ მარტოდ, როგორც “მეფე ლირი”, მისსავე პარტიამ და დასაკავებლად გაწირა. ჰკითხეთ თქვენს თავს, სინდისი ხომ არ გქენჯნით ხანდახან? თუმცა, ვინ მოგცათ ეს თვისება…
იმის აღნიშვნა ხომ არ გინდათ, რა სამარცხვინო სიმულაცია- აგრავაციებს მიმართავდა თქვენი ბელადი ჯერ ციხეში, მერე – პალატაში, თავს რომ იმკვდარუნებდა? და ა.შ. და ა.შ. სია შემიძლია გავაგრძელო.
მე პირადად, ძალიან მინდა, რომ შეიკრიბოთ და თქვენთვის საკრალური თარიღი აღნიშნოთ, რათა საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაანახოთ თქვენი სახე, რომ IRI-ის შემდგომ კვლევაში ის 5%-იც აღარ გქონდეთ”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.


