დავით მათიკაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ: “სამართლებრივი დავის პოლიტიკურ ამპლუაში გადატანა ყოფილ პრემიერს კარგს არაფერს მისცემს”

10

“სამართლებრივი დავის პოლიტიკურ ამპლუაში გადატანა ყოფილ პრემიერს კარგს არაფერს მისცემს”, – ასე აფასებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გავრცელებულ მორიგ წერილს.

„მას პასუხი აქვს გასაცემი უმნიშვნელოვანეს კითხვაზე – საიდან მოხდა დიდძალი ქონების დაგროვება, რომელიც საპროცესო მოქმედებების შედეგად მისი კუთვნილი ქონებიდან ამოიღეს. უხერხულია, როდესაც ქვეყნის ყველა მიღწევას, ყველა წარმატებას საკუთარ თავს უკავშირებს; არ ახსენებს გუნდს, არ ახსენებს ქვეყნის მნიშვნელოვანი წინსვლის გარანტს, რომელმაც ეს წარმატება განაპირობა“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.