ირაკლი ქადაგიშვილი IRI-ის კვლევაში ოპოზიციის დაბალი რეიტინგის შესახებ: „ეს არის ის ვერდიქტი, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოუტანა მათ მათივე ქმედებებიდან გამომდინარე, ეს ის შემთხვევაა, როდესაც საკუთარ თავს უნდა დააბრალონ“

34

„ეს არის ის ვერდიქტი, რომელიც ქართველმა ხალხმა გამოუტანა მათ მათივე ქმედებებიდან გამომდინარე. ამიტომ ეს ის შემთხვევაა, როდესაც საკუთარ თავს უნდა დააბრალონ“, – ასე ეხმაურება რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი IRI-ის კვლევაში ოპოზიციის დაბალ რეიტინგს.

„ერთმანეთს აბრალებენ და ახლა კიდევ IRI-ს აბრალებენ კიდევ, რომ ეს კვლევა არ დაუკვეთავთ და შედეგებს არ იცნობენ. ეს ყველაფერი ახლა შუბის ხალათში დამალვის მცდელობაა და საზოგადოებისთვის ისეც ნათლად არის ყველაფერი ცნობილი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

IRI-ის კვლევაში ოპოზიციას ისტორიული მინიმუმი აქვს. პარტიების ნაწილს 1%-იანი მხარდაჭერა აქვს, ნაწილს 2%-იანი. ცდომილების ზღვარსაც კი ვერ გაუტოლდა „ლელო“. ამ ფონზე „ქართულ ოცნებას“ ალოკაციით 55%, ალოკაციის გარეშე კი 36% აქვს.