ირაკლი ხელაძე: “1-ელი ოქტომბერი – დღე, როდესაც გრძელვადიანი და უწყვეტი მშვიდობა გადაწყდა საქართველოში. რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი თავგანწირული ბრძოლა ქართველ ხალხთან ერთად, დღეს საქართველო ფიზიკურად აღარ იარსებებდა”

38

“დღე, როდესაც გრძელვადიანი და უწყვეტი მშვიდობა გადაწყდა საქართველოში. ყველას კარგად გვახსოვს ჩვენი თანამოქალაქეების ჩაგრული, უმწეო და სასოწარკვეთილი მდგომარეობა”, – წერს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ხელაძე სოციალურ ქსელში.

“რომ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი თავგანწირული ბრძოლა ქართველ ხალხთან ერთად, დღეს საქართველო ფიზიკურად აღარ იარსებებდა! ეკონომიკურ წინსვლასა და სხვა პროგრესზე ზედმეტია ლაპარაკი.

დღეს საქართველო იქნებოდა მიწასთან გასწორებული, ადამიანების დიდი უმრავლესობა – დახოცილი, ოჯახები – გაუბედურებული და განადგურებული! მიუხედავად უმარავი მცდელობისა, ისტორიას ვერავინ გადაწერს.

1-ელი ოქტომბერი დარჩება უმნიშვნელოვანეს თარიღად და გარდამტეხ მომენტად საქართველოს ისტორიაში”, – წერს ხელაძე.