საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველომ საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ გამოფენაში IFTM Top Resa 2026 მიიღო მონაწილეობა. საქართველოს სტენდზე, ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად, 8 ქართული ტურისტული კომპანია იყო წარმოდგენილი.
სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქვეყნის ტურისტულ პროდუქტებსა და ღირსშესანიშნაობებს. გამოფენის ფარგლებში ქართულ და ფრანგულ ტურისტულ კომპანიებს შორის სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით შეხვედრები გაიმართა.
IFTM Top Resa 2026-ზე მსოფლიოს 180 ტურისტული მიმართულებიდან 1600-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი.


