ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ გლობალური მმართველობის ინდიკატორებისა და პროექტ „ევრომონიტორის“ კვლევის შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებელმა 54.1% შეადგინა და ქვეყანამ ევროპის საუკეთესო ხუთეულში გადაინაცვლა.
„მსოფლიო ბანკმა გლობალური მმართველობის ინდიკატორების ფარგლებში ევროკომისიის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
პროექტ “ევრომონიტორის” ფარგლებში, ევროპის ორმოცამდე ქვეყანაში საზოგადოებრივი აზრის მასშტაბური გამოკითხვის შედეგად ნდობის რეიტინგების ინდექსები შემუშავდა. შეფასების 100%-იანი სისტემით, საქართველოს მთავრობამ ახალი ისტორიული მაქსიმუმი – 54.1% მიიღო და ევროპის საუკეთესო ხუთეულში დაწინაურდა.
აღსანიშნავია, რომ წინა, ანუ 2024 წლის შეფასებით, საქართველო მთავრობისადმი ნდობის რეიტინგით ევროპაში მე-8 პოზიციაზე იყო. 2025 წლის ევროპის საუკეთესო ხუთეული კი ასე ჩამოყალიბდა: ლუქსემბურგი, დანია, მონტენეგრო, ავსტრია და საქართველო.
მთავრობის ნდობის რეიტინგით, ევროპაში ბოლო პოზიციებზე არიან: ნიდერლანდები, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საფრანგეთი, საბერძნეთი.
ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჯობს,.თავად ციფრებმა ილაპარაკონ. ჩემი საქმეა სწორედ ის, რომ ციფრები ავალაპარაკო, როდესაც ისინი განსაკუთრებით თვალსაჩინოა”, – წერს ანჯაფარიძე.


