ნიკოლოზ მეტრეველი მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებლის შესახებ: „54.1% და ევროპის საუკეთესო ხუთეული – ეს რიცხვები კიდევ ერთხელ გვახსენებს მარტივ ჭეშმარიტებას: პოლიტიკური ხმაური ერთია, გაზომვადი საზოგადოებრივი განწყობა კი – მეორე“

24

„მავანს შეუძლია, უსასრულოდ იმეოროს, რომ საქართველოში „ყველაფერი ინგრევა“, რომ ხელისუფლებას საზოგადოებრივი მხარდაჭერა აღარ აქვს და ქვეყანა თითქოს სრულ პოლიტიკურ კრიზისშია, მაგრამ ბოლოს მაინც ჩნდება მონაცემები, რომელთა იგნორირება რთულია“, – წერს ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

„გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებელი 54.1%-ს აღწევს და საქართველო ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.
წინა შეფასებით, საქართველო მე-8 ადგილზე იყო, ახლა კი ხუთეულში შევიდა.
ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც საქართველოს შესახებ ქვეყნის შიგნით და გარეთ ხშირად იქმნება სრულიად განსხვავებული საინფორმაციო სურათი. თუმცა, როდესაც საერთაშორისო კვლევაში საქართველო მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებლით ევროპის წამყვან ქვეყნებს შორის ხვდება, ამ ფაქტის უბრალოდ გაქრობა ან პოლიტიკური კონიუნქტურის მიხედვით გადაწერა შეუძლებელია.

გავიმეორებ: 54.1% და ევროპის საუკეთესო ხუთეული. ეს რიცხვები თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს ერთ მარტივ ჭეშმარიტებას: პოლიტიკური ხმაური ერთია, გაზომვადი საზოგადოებრივი განწყობა კი – მეორე“, – წერს ნიკოლოზ მეტრეველი.