გურამ ნიკოლაშვილი: „მითია და ბოდვა, რომ თურმე სააკაშვილმა 2012 წელს მშვიდობიანად დათმო ხელისუფლება. არა! ის ვაიძულეთ – აიძულეს და გამოგლიჯეს ხელისუფლება, რასაც ჰქვია“

12

„მითია და ბოდვა, რომ თურმე სააკაშვილმა 2012 წელს მშვიდობიანად დათმო ხელისუფლება. არა! ის ვაიძულეთ – აიძულეს და გამოგლიჯეს ხელისუფლება, რასაც ჰქვია“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრმა, გურამ ნიკოლაშვილმა განაცხადა.

„14 წელი გავიდა 1 ოქტომბრიდან – იმ დღიდან, რომელიც ყველას კარგად გვახსოვს. ითქვა, რომ 1 ოქტომბრის გამარჯვება უკავშირდება თურმე ციხის კადრებს, რაც არის აბსოლუტური ტყუილი. არავითარი როლი – შემიძლია სრული პასუხისმგებლობით ვთქვა – ციხის კადრებს ამაში არ ჰქონია, რადგან არსებობდა ობიექტური კვლევები, რომლებიც აჩვენებდა, რომ მათ 2012 წლის არჩევნები უკვე წაგებული ჰქონდათ.

რა თქმა უნდა, ციხის კადრებმა რა როლიც ითამაშა, ეს იყო ოპონენტის მორალურად გატეხვა. მათ მხარდამჭერებს, რომლებიც მთლიანად პროპაგანდის მსხვერპლნი იყვნენ, აღარ დარჩათ არგუმენტი. ანუ რა გააკეთა ციხის კადრებმა? ის, რომ თუ კაცი ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევდა, მოტრიალდა და ხმა სხვას მისცა? რაც შეეხება იმას, რომ ციხის კადრები იყო დადგმული, ეს არის ბოდვა.

ამ ბოდვას კიდევ დაამატეს მეორე მითი, რომ თურმე სააკაშვილმა მშვიდობიანად გადასცა ხელისუფლება. არა! ის ვაიძულეთ — აიძულეს და გამოგლიჯეს ხელისუფლება, რასაც ჰქვია“, – განაცხადა გურამ ნიკოლაშვილმა.