მაია ნიკოლეიშვილი: „2012 წლის 1 ოქტომბერს მართლაც საოცრება მოხერხდა: ისე გაჩერებულიყო შლეგი სააკაშვილი, რომ სისხლი არ დაღვრილიყო“

14

„2012 წლის 1 ოქტომბერს მართლაც საოცრება მოხერხდა: ისე გაჩერებულიყო შლეგი სააკაშვილი, რომ სისხლი არ დაღვრილიყო“, – ამის შესახებ ექსპერტმა, მაია ნიკოლეიშვილმა განაცხადა.
„როდესაც მახსენდება 2012 წლის 1 ოქტომბერი, რის შემდეგაც ახალი ცხოვრება დაიწყო, აზრი მიეცა, ფერები გაჩნდა – თითქოს დანგრეულიდან, ფენიქსივით რომ აღდგები. აქედან გამომდინარე, პირადად ჩემთვის ეს იყო: ცხოვრება მანამდე და ცხოვრება ამის შემდეგ.

მართლაც საოცრება მოხერხდა: ის, რაც ჩვენ ჯერ კიდევ ბოლომდე არ ვიცით – რა ხდებოდა კულუარებში, რომ ასე გაჩერებულიყო ეს შლეგი ადამიანი – სააკაშვილი, ისე, რომ სისხლი არ დაღვრილიყო“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.