წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საბეჭისში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი: “ყველაფერი კარგად იქნება, მეტად განვითარდება სოფელი”

10

წალკაში, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს სოფელ იმერას, ბარეთის, საბეჭისის და ლივადის მოსახლეობა ირჩევს. გამარჯვებისთვის იბრძვის ორი კანდიდატი: “ქართული ოცნებიდან” ნანული ხინიკაძე და “ძლიერი საქართველო – ლელოდან” ზაზა შანთაძე.

წალკის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო. საარჩევნო უბნებზე 1 000-ზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. ოთხი უბნიდან სამ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემა ელექტრონული სისტემით მიმდინარეობს.

სოფელ საბეჭისში “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ნანული ხინიკაძემ საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა. კანდიდატმა ხმა მე-14 უბანზე მისცა.

“ყველაფერი კარგად იქნება. ხალხი ხმას მისცემს და დააფიქსირებს თავის არჩევანს. მეტად განვითარდება სოფელში, რაც გასაკეთებელი იქნება,” – განაცხადა ნანული ხინიკაძემ.

დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის – ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.