ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთაში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე ამომრჩევლის აქტივობა საკმაოდ მაღალია. დაახლოებით, 220 ამომრჩეველი მივიდა უბანზე და თავისი არჩევანი გააკეთა, რაც ამომრჩეველთა, დაახლოებით, 35%-ს შეადგენს.
უბანზე 679 ამომრჩეველია რეგისტრირებული. მათგან 29 არჩევანს გადასატანი ყუთის საშუალებით გააკეთებს. არჩევნები ელექტრონული წესით, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან დამკვირვებლები, მედიის წარმომადგენლები.
არჩევნებში „ქართული ოცნებისა“ და „ძლიერი საქართველო-ლელოს“ კანდიდატები მონაწილეობენ.


