300-ზე მეტმა მოქალაქემ გააკეთა არჩევანი ვანში, სოფელ ფერეთაში, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის დაახლოებით 45%-ია.
ამ დროის მონაცემებით, მე-17 უბანზე არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს და არცერთი საჩივარი დაწერილა.
საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობს. გამარჯვებისთვის “ქართული ოცნების” და “ძლიერი საქართველო-ლელოს” კანდიდატები იბრძვიან.
დღეს ოთხი მუნიციპალიტეტის – ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება.


