ირაკლი კობახიძე: “მწუხარებას გამოვთქვამ ლეგენდარული მოჭიდავის, ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო. მან სპორტულ სამყაროში წარუშლელი კვალი დატოვა”

319

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მოჭიდავე ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლეგენდარული მოჭიდავის ლევან თედიაშვილის გარდაცვალების გამო.

ლევან თედიაშვილმა, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა ფალავანმა, ორგზის ოლიმპიურმა და ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა, შორს გაუთქვა სახელი სამშობლოს და წარუშლელი კვალი დატოვა სპორტულ სამყაროში.

სამძიმარს ვუცხადებ ლევან თედიაშვილის ოჯახს, ახლობლებს, გულშემატკივრებს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას“, – წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლევან თედიაშვილი 75 წლის ასაკში გარდაიცვალა.