მაკა ბოჭორიშვილი დღეს საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

17

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დღეს საქართველოში საბერძნეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩს, სოტირია თეოჰარიდისს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საბერძნეთს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრეს.

მაკა ბოჭორიშვილმა ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.