ნინო წილოსანი – ზურა გირჩი ჯაფარიძეს: „ტანზანიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის 153-ე ასამბლეა იმართება, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის, შენთვის „საფეტიშებელი“ ქვეყნებიც ესწრებიან. როგორც ჩანს, უმცირეს შანსსაც ებღაუჭებით, რომ თქვენი უბადრუკი მდგომარეობა რაღაცით მაინც გადაფაროთ“

16

“ბევრი ითმინა ზურა გირჩი ჯაფარიძემ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელის, სერბეთის, ლუქსემბურგის ვიზიტები, პრემიერ-მინისტრის საფრანგეთისა და აშშ-ის წარმატებული ვიზიტები და ბოლოს იფიქრა, პარლამენტის თავმჯდომარის ტანზანიის ვიზიტს სათავისოდ გამოხმაურებოდა, მაგრამ აქაც სულ ტყუილად გაისარჯა“, – წერს არლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

„ზურა, ტანზანიაში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 153-ე ასამბლეა იმართება, სადაც 130-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი, მათ შორის, შენთვის „საფეტიშებელი“ ქვეყნებიც ესწრებიან.

თითქოს უკვე გონს უნდა მოგებულიყავით და საქართველოს ხელისუფლების ვითომ იზოლაციის აბსურდული მითი აღარც გაგხსენებოდათ, მაგრამ, როგორც ჩანს, უმცირეს შანსსაც ებღაუჭებით, რომ თქვენი უბადრუკი მდგომარეობა რაღაცით მაინც გადაფაროთ.

საქართველოს იზოლაცია არ არსებობს, საკონსტიტუციო სასამართლოში კი ნამდვილად არის შეტანილი თქვენი და თქვენი მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფებების აკრძალვაზე სარჩელი”, – წერს ნინო წილოსანი.