ირაკლი ქადაგიშვილი ევროკომისიის კვლევაზე: „ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები მუშაობენ“
„ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები მუშაობენ“, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილი გამოეხმაურა ევროკომისიის კვლევას, სადაც პარლამენტისადმი ნდობის რეიტინგით საქართველო ევროპის საუკეთესო ათეულშია. 2024 წელს კი მე-16 პოზიციაზე იყო.
„ეს [კვლევა] მიანიშნებს იმაზე, რომ პარლამენტი მუშაობს, ქმედითუნარიანია და ყველა იმ გამოწვევაზე, ეკონომიკა იქნება, პოლიტიკური, თუ სოციალური საკითხები, პარლამენტი ცდილობს იყოს მაქსიმალურად ადეკვატური. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტები მუშაობენ“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.


