პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: “მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ რამდენიმე წლით ციხეში ყოფნას სახელმწიფოს ჰუმანური მიდგომის გამოყენება არჩიეს და საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართეს პროკურატურას, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელი ნაბიჯია”

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორების მიერ დანაშაულის აღიარების და საპროცესო გარიგების მოთხოვნის შესახებ მედიასთან ისაუბრა.

„მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ რამდენიმე წლით ციხეში ყოფნას სახელმწიფოს ჰუმანური მიდგომის გამოყენება არჩიეს და საპროცესო შეთანხმების მოთხოვნით მიმართეს პროკურატურას, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელი ნაბიჯია.

ვურჩევ, არ დაუჯერონ უცხოელ პატრონებსა და ქვეყნის შიგნით არსებულ აგენტურას, რომლებიც მათ ციხეში დარჩენისკენ მოუწოდებენ, იმისათვის, რომ მათი პატიმრობა საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენონ”, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.