მსოფლიო

მარკო რუბიო: „უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას“

„ამ კითხვაზე მარტივი პასუხი – „დიახ“ ან „არა“ არ არსებობს, გარდა იმისა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. მოგეხსენებათ, ამისთვის საჭიროა კონსენსუსი და ყველა წევრი ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობა“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

„ამ ეტაპზე, უკრაინასთან დაკავშირებით, ჩვენი ყურადღება ძირითადად ამ კონფლიქტის დასრულებაზეა გამახვილებული – თუკი ეს შესაძლებელია.

სამწუხაროა ამდენად მაღალი ადამიანური მსხვერპლი, თუმცა ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ: თუკი შეგვიძლია, რაიმე წვლილი შევიტანოთ ომის დასრულებაში, გვსურს, ეს კონსტრუქციულად გავაკეთოთ,” – განაცხადა მარკო რუბიომ.