შალვა პაპუაშვილი: “რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გამართული მოქმედება, დღეს ასე თავს კი არ შეგვაცოდებდნენ ბურჭულაძე, ზოდელავა და სხვები; დღეს წარმომსხდრები იქნებოდნენ სავარძლებში, საქართველოში იქნებოდა სისხლის გუბეები. ფაქტობრივად, სამოქალაქო დაპირისპირებას დაიწყებდნენ”
“უნდა დაფიქრდეთ ერთ რამეზე: რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სისტემის გამართული მოქმედება, დღეს ასე თავს კი არ შეგვაცოდებდნენ ბურჭულაძე, ზოდელავა და სხვები; დღეს წამომსხდრები იქნებოდნენ სავარძლებში, საქართველოში იქნებოდა სისხლის გუბეები. ფაქტობრივად, სამოქალაქო დაპირისპირებას დაიწყებდნენ – იმ დაპირისპირებას, რომელიც წააქეზა ბრიუსელის განცხადებებმა, და კარგად იქნებოდნენ სხვადასხვა სავარძელში წამოჭიმულები”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 4 ოქტომბერს ხელისუფლების ძალადობრივი დამხობის მცდელობაზე საუბრისას.
„ასე რომ, დამარცხდნენ სახელმწიფოს დამხობაში და ახლა შეირგონ ის სასჯელი, რომელიც ქართველი ხალხის სახელით ქართულმა მართლმსაჯულებამ გამოუტანა“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


