მაკა ბოჭორიშვილი ეუთოს თავმჯდომარეობის განაცხადზე: “დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არაერთი ქვეყნის პოზიციაა ჩვენთვის ცნობილი, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას”
“სლოვაკეთს ხმამაღლა აქვს გაცხადებული, რომ ის დაუჭერს საქართველოს კანდიდატურას მხარს 2027 წელს ეუთოს თავმჯდომარეობაზე. დახურულ კარს მიღმა ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან არაერთი ქვეყნის პოზიციაა ჩვენთვის ცნობილი, რომ ისინი მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ეუთოს თავმჯდომარეობის განაცხადზე საუბრისას.
მინისტრის თქმით,ევროკავშირს წევრ ქვეყნებს შეუძლიათ შეთანხმდნენ და ერთი პოზიციით იოპოზიციონერონ, მაგრამ ეუთოში ფიქსირდება კონკრეტული მონაწილე ქვეყნის პოზიცია, შესაბამისად ყველა მონაწილე ქვეყანას მოუწევს, რომ ევროვნული, საკუთარი პოზიცია ჰქონდეს.
“სერიოზული საფუძველი უნდა არსებობდეს, როდესაც ბლოკავ ქვეყანას.ვნახოთ რა მოხდება, მე მაქვს იმედი და სწორედ ამიტომაც გავაკეთეთ თავმჯდომარეობაზე განაცხადი. წინ გავქვს განხილვა, ის დეკემბერში გაიმართება და მანამდე გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული. საქართველო აგრძელებს მუშაობას პარტნიორებთან, რათა ვეცადოთ კონსესუსის მიღწევას, რაც ისედაც არ არის მარტივი ეუთოს ფარგლებში, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, საქართველო არის ერთადერთი კანდიდატი, რომლის შესახებაც არ ვიცით არსებობს თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


