ნინო ნადირაძე რადიკალებზე: „ჩემი დასკვნით, მათ სრულიად არ იციან, რას წარმოადგენს ქართველი ერი, და საერთოდ ვერ ფლობენ პოლიტიკურ ველს. მერე ბევრი იკითხავს: „რატომ ამბობს, რომ „ოცნება“ უფრო ქართულიაო?“ – დიახ, უფრო ქართულია, იმიტომ რომ ქართველი ხალხის პულსზე უჭირავს ხელი“
„ჩემი დასკვნით, მათ სრულიად არ იციან, რას წარმოადგენს ქართველი ერი, და საერთოდ ვერ ფლობენ პოლიტიკურ ველს. მერე ბევრი იკითხავს: „რატომ ამბობს, რომ „ოცნება“ უფრო ქართულიაო?“ – დიახ, უფრო ქართულია, იმიტომ რომ ქართველი ხალხის პულსზე უჭირავს ხელი“, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ განაცხადა.
„მე საერთოდ არ მანაღდებს მათი ლანძღვა-გინება. უბრალოდ, საზოგადოება დიდხანს არ შეიძლება გყავდეს ნეგატიურ ტალღაზე, რადგან საზოგადოება ყოველთვის იქითკენ მიილტვის, სადაც მეტი სტაბილურობა და განტვირთვაა – ადამიანს არ შეუძლია მუდმივად იყოს მოჭიმული ზამბარის მდგომარეობაში. ამიტომ არ შეიძლება, როცა ყველაფერს ნეგატივზე აგებ (ვინმემ მაინც ასწავლოს მათ ეს) და სულ ლანძღვაზე, გინებასა და ნეგატივზე ხარ გადართული. სწორედ ამან გამოიწვია, რომ მათი პროტესტი ასეთ მილევად და უკვე კომიკურ რეჟიმშია გადასული. სწორედ ამაზე მეტყველებს IRI-ს კვლევაც, სადაც ჩანს, რომ სრულებით განულდნენ.
ჩემი დასკვნით, მათ სრულიად არ იციან, რას წარმოადგენს ქართველი ერი, და საერთოდ ვერ ფლობენ ველს. მერე ბევრი იკითხავს: „რატომ ამბობს, რომ „ოცნება“ უფრო ქართულიაო?“ – დიახ, უფრო ქართულია, იმიტომ რომ ქართველი ხალხის პულსზე უჭირავს ხელი და იცის ყველა ჩვენი სისუსტე და ხასიათიც. ანუ, ჩვენი ხასიათიდან გამომდინარე მოქმედებს ეს პარტია“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.


