“რას იზამს სალომე ზურაბიშვილი, მასზე არ არის დამოკიდებული. ის ამ შემთხვევაშიროგორც საქართველოს პრეზიდენტი კი არა, მოქმედებს, როგორც უცხო ქვეყნის აგენტი დარასაც ეტყვიან, იმას გააკეთებს”

187

ხალხის ძალისერთერთი ლიდერი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ  სააკაშვილის შეწყალებადამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ საქართველოში მოქმედი უცხოქვეყნის აგენტების პატრონები.

უცხო ქვეყნის აგენტად მან სალომე ზურაბიშვილი მოიხსენია და აღნიშნა, რომ წინასწარ იმისთქმა, თუ რას მოიმოქმედებენ მისი პატრონები სააკაშვილთან  დაკავშირებით რთულია.

რას იზამს სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, ეს მასზე არ არის დამოკიდებული. ის ამშემთხვევაში როგორც საქართველოს პრეზიდენტი კი არ მოქმედებს, არამედ მოქმედებს, როგორც უცხო ქვეყნის აგენტი და რასაც ისინი ეტყვიან, იმას გააკეთებს. რას ეტყვიან, ამაზემარჩიელობა რა თქმა უნდა, წინასწარ არ შეგვიძლია.

ბევრი რამე შეიძლება იყოს: თუ მისი უცხოელი პატრონები, რომელთა მიზანი არისსაქართველოში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნება და შემდეგ საქართველოს ომშიჩართვა, უფრო ზუსტად აგენტოკრატიის დამყარება, გადაწყვეტენ, რომ სააკაშვილისგამოშვებით კოლექტიურინაცმოძრაობაუფრო დიდ შედეგს დადებს, ამ შემთხვევაშიგამოაშვებინებენ. თუ გადაწყვეტენ, რომ სააკაშვილის გამოშვება მოახდენს სააკაშვილისმოწინააღმდეგეთა ხმების მობილიზებას და საბოლოო შედეგისთვის ეს უარესი იქნება, მაშინმას არ გამოაშვებინებენ. ახლა ისინი რას იზამენ, ამაზე მარჩიელობა, მე ნამდვილად არშემიძლია,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.