პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “ქვეყნების დონეზე არის არსებითი ცვლილება, თუმცა ევროკომისიის ხელმძღვანელობა კვლავაც გამოირჩევა ხისტი დამოკიდებულებით, რაც არის სამწუხარო. თუ გადაიხედება ევროკომისიის ხელმძღვანელობის პოზიცია, ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ურთიერთობები”

“მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პროგრესი შეინიშნება განწყობების და გარკვეული ნაბიჯების დონეზეც, პროგრესი არის მინიმალური და ამის მიზეზია დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოს მიმართ”, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

„ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა დიალოგისთვის, დისკუსიისთვის ყველა საკითხთან დაკავშირებით. არ არსებობს არავითარი დახურული საკითხი. მზად ვართ დისკუსიისთვის. თუ იქნება ჯანსაღი მიდგომა, ამ შემთხვევაში ვერაფერი დაუდგება წინ ურთიერთობების გადატვირთვას, თუმცა ამ ეტაპამდე ვართ მოლოდინის რეჟიმში. ქვეყნების დონეზე არის არსებითი ცვლილება, თუმცა ამას ნაკლებად ვიტყოდი ევროკომისიის ხელმძღვანელობაზე.

სამწუხაროდ, ევროკომისიის ხელმძღვანელობა კვლავაც გამოირჩევა ხისტი დამოკიდებულებით, რაც არის სამწუხარო. თუ გადაიხედება ევროკომისიის ხელმძღვანელობის პოზიცია, ამ შემთხვევაში გადაიტვირთება ურთიერთობები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.