პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “555 ლარამდე იზრდება 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისათვის პენსია. ამას მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ზრდა, რაც იყო გათვალისწინებული 70 წლამდე პენსიონერებისათვის; შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეძლებისდაგვარად მივუახლოოთ 70 წლამდე პენსიონერების პენსია 70 წელს მიღწეულ და გადაცილებულ პენსიონერთა პენსიას”

“555 ლარამდე იზრდება 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისათვის პენსია. ამას მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ზრდა, რაც იყო გათვალისწინებული 70 წლამდე პენსიონერებისათვის; შესაბამისად,
მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეძლებისდაგვარად მივუახლოოთ 70 წლამდე პენსიონერების პენსია 70 წელს მიღწეულ და გადაცილებულ პენსიონერთა პენსიას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

„მხოლოდ 20 ლარი იყო ზრდა. იქ იყო 60 ლარი, შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეძლებისდაგვარად მივუახლოოთ 70 წლამდე პენსიონერების პენსია 70 წელს მიღწეულ და გადაცილებულ პენსიონერთა პენსიას.

გამომდინარე იქიდან, რომ აქ ინდექსაცია ნაკლებ მატებას ითვალისწინებს, საგანგებო ზომა მივიღეთ სწორედ 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის“, – განაცხადა პრემიერმა.