ნინო ფოჩხუა: “პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდოს”
„როცა გამოცხადდა 2027 წლიდან პენსიის ზრდა და 70 წლის ქვემოთ პენსიონერებისთვის – 20 ლარით, პრემიერის გამოსვლებით მივხვდი, რომ ეს თანხა შეიცვლებოდა და დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე გამოაცხადა პენსიონერების მხარდაჭერა და პენსიის 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით ზრდა”, – წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.
“ნუ ეგონება ვინმეს, რომ ეს ადვილი გასაკეთებელია, – აღნიშნული ცვლილება გამოიწვევს ბიუჯეტში პენსიის ხარჯების ზრდას დამატებით 128 მილიონი ლარით.
და კიდევ: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდოს”, – წერს ნინო ფოჩხუა.


