მარიამ ქვრივიშვილი: “ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი- ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი და კვლავ განაგრძოს მთავარი როლის შესრულება – დააკავშიროს ქვეყნები ევროპისა და სხვა ბაზრებს”
„მინდა გამოვყო ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ინიციატივა, რომელზეც საქართველომ გააკეთა აქცენტი – ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტერესი, რომ საქართველო გახდეს ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი სატრანსპორტო მარშრუტის განუყოფელი ნაწილი და საქართველომ კვლავ განაგრძოს, მთავარი როლის შესრულება – დააკავშიროს ქვეყნები ევროპისა და სხვა ბაზრებს“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
„ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით ჩვენ გვექნება ძალიან ხელშესახები შედეგები, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რომ ძალიან დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ უშუალოდ სატრანსპორტო და ლოგისტიკური ქსელის განვითარების კუთხით.
რკინიგზაში ხდება უპრეცედენტო მოცულობის ინვესტიციები, მისი მოდერნიზაცია იმისთვის, რომ საქართველომ მისი არსებული ტვირთნაკადის გამტარობა, 15 მილიონი ტონიდან, 2029 წლამდე 29 მილიონ ტონამდე გაზარდოს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.


