პოლიტიკა

გია აბაშიძე: “ანაკლიის პორტის პროექტისა და რკინიგზის მოდერნიზაციის პარალელურად, მთავრობა საქართველოსთვის ახალი სატრანსპორტო შესაძლებლობების შექმნაზეც მუშაობს”

x

“ანაკლიის პორტის პროექტისა და რკინიგზის მოდერნიზაციის პარალელურად, მთავრობა საქართველოსთვის ახალი სატრანსპორტო შესაძლებლობების შექმნაზეც მუშაობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის ახალი მარშრუტის საქართველოსთან დაკავშირება”, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

„ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, საქართველოს დიდი ინტერესი აქვს, ამ მარშრუტის განუყოფელი ნაწილი გახდეს და ცენტრალური აზია ევროპისა და სხვა ბაზრების დამაკავშირებელ რგოლად მნიშვნელოვანი როლი შეინარჩუნოს.

ამ მიზანს რკინიგზის მასშტაბური მოდერნიზაცია ემსახურება. შესაბამისი ინვესტიციების შედეგად, 2029 წლისთვის მისი წლიური გამტარუნარიანობა 15 მილიონი ტონიდან 29 მილიონ ტონამდე უნდა გაიზარდოს. ამისთვის მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განახლება, ვაგონების მოდერნიზაცია და მზარდი ტვირთნაკადის შეუფერხებლად გატარება.

მთავრობის სტრატეგია ნათელია: ანაკლიის პორტი, მოდერნიზებული რკინიგზა და ახალი სატრანსპორტო დერეფნები საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს აფართოებს. საქმე მხოლოდ ტვირთის გატარებას არ ეხება — ვინც საერთაშორისო ტვირთნაკადებს იზიდავს, ის ვაჭრობიდან მიღებულ სარგებელსაც ზრდის. სწორედ ამ ადგილის განმტკიცებისთვის იბრძვის ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სატრანსპორტო რუკაზე“, – წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.