ირაკლი კირცხალია: „ყველა კომიტეტი, ყველა ფრაქცია გაიარა ბიუჯეტმა. არაუგვიანეს 22 რიცხვისა რეკომენდაციებით დაუბრუნდება მთავრობას და შემდეგ უკვე რეგლამენტის მიხედვით, ქვეყნის მთავარი დოკუმენტი დეკემბერში დამტკიცდება“
„ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე, ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ წლიდან წლამდე იზრდება ბიუჯეტი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, „ქართული ოცნების“ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, უმრავლესობის სხდომაზე ქვეყნის მთავარი დოკუმენტის, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
„ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე, ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ წლიდან წლამდე იზრდება ბიუჯეტი. წლევანდელი ნაერთი ბიუჯეტიც 1,9 მლრდ ლარითაა გაზრდილი და შეადგენს 37,5 მლრდ ლარს. ეს იყო საკითხი, რაც გავიარეთ. ყველა კომიტეტი, ყველა ფრაქცია გაიარა ბიუჯეტმა. არაუგვიანეს 22 რიცხვისა რეკომენდაციებით დაუბრუნდება მთავრობას და შემდეგ უკვე რეგლამენტის მიხედვით, ქვეყნის მთავარი დოკუმენტი, ბიუჯეტი დეკემბერში იქნება დამტკიცებული პარლამენტის მიერ“, – განაცხადა კირცხალიამ.
მან ასევე მთელი საპარლამენტო გუნდის სახელით მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს პენსიის ოდენობისა და დევნილების კომპენსაციის თანხის გაზრდისთვის. კირცხალიამ აღნიშნა, რომ პარლამენტი ამ საკითხზე სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად მუშაობდა.


