პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ოპოზიციაზე: „ისინი ვერ ესაუბრებიან საზოგადოებას – როგორც წინასაარჩევნო კამპანიას აწარმოებდნენ თავიანთ პატრონებზე დაყრდნობით უცხო ქვეყანაში და უცხო ქვეყნიდან, ასევე, მათი თითოეული ნაბიჯი დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე, თუ რა დარტყმას და ზიანს მიაყენებს მათი უცხოელი პატრონი ამ აგენტურის გასაცოცხლებლად ჩვენს ქვეყანას“

„ნიკა გვარამია დარბის და ხან პრემიერს აყენებს, ხან მთავრობას ცვლის. ჯერ გვარამიას დაანონსებული და გაშვებული [ხელისუფლება] არ გაიშვა, მაგის ნარევოლუციარი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.

ჟურნალისტმა ნიკა გვარამიას განცხადების შეფასება სთხოვა, სადაც ამბობს, რომ ოქტომბრის შუა რიცხვებში ევროსაბჭოს გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისთვის მძიმე იქნება და დათქმა ხელისუფლების ცვლილება იქნება.

„ნიკა გვარამია დარბის და ხან პრემიერს აყენებს, ხან მთავრობას ცვლის. ჯერ გვარამიას დაანონსებული და გაშვებული [ხელისუფლება] არ გაიშვა, მაგის ნარევოლუციარი. რა დონის სექტასთან გვაქვს საქმე, რომ ერთმანეთს ატყუებენ. საცოდაობაა ამათი ყურება, მაგრამ ასეთ საცოდავ დღეში უნდა იყოს ის აგენტურა, რომელიც მოქმედებს თავის პატრონებთან ერთად ჩვენს ქვეყანაში. ველზე ვერ გამოდიან, საზოგადოებას ვერ ესაუბრებიან. ესაუბრებიან მხოლოდ საკუთარ პატრონებს. ერთი სული აქვთ, რა ზიანს მიაყენებენ მათი პატრონები, მათი ჩართულობით ამ ქვეყანას. ეს ის ძალაა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოპოზიციაა“, – აღნიშნა კირცხალიამ.