პოლიტიკა

თორნიკე ჭეიშვილი რადიკალების მხრიდან სპორტსმენების ბულინგზე: „ვინაიდან მათ სძულთ ყველაფერი ის, რაც ქართულია და ეროვნულ სიამაყესთან არის დაკავშირებული, ისინი მიზანმიმართულად აკეთებენ სწორებას სპორტსმენებზე, რომლებიც მზად არიან, დაიცვან ჩვენი ქვეყნის ინტერესები და სახელი“

„ვინაიდან მათ სძულთ ყველაფერი ის, რაც ქართულია და ეროვნულ სიამაყესთან არის დაკავშირებული, ისინი მიზანმიმართულად აკეთებენ სწორებას სპორტსმენებზე, რომლებიც მზად არიან, დაიცვან ჩვენი ქვეყნის ინტერესები და სახელი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, თორნიკე ჭეიშვილმა რადიკალების მხრიდან სპორტსმენების მისამართით განხორციელებულ ბულინგზე საუბრისას განაცხადა.

„ვინაიდან მათ სძულთ ყველაფერი ის, რაც ქართულია და ეროვნულ სიამაყესთან არის დაკავშირებული, ისინი მიზანმიმართულად აკეთებენ სწორებას სპორტსმენებზე, რომლებიც მზად არიან, დაიცვან ჩვენი ქვეყნის ინტერესები და სახელი. აბსოლუტურად არავითარი ემპათიის გრძნობა არ გააჩნიათ, არც გულშემატკივრობისა. პირიქით – მათთვის ყველაზე ხელსაყრელია, რომ სპორტსმენი იქნება თუ ნებისმიერი ადამიანი, ვინც შეიძლება სადმე საქართველოს დროშა ააფრიალოს, იყოს სადღაც ბნელ კუთხე-კუნჭულში ადგილმიჩენილი და ეროვნული სულიკვეთება იყოს ჩაკლული.

გვახსოვს, როგორი ბულინგი იყო და მთელი კამპანიები აგებული იმაზე: როგორ თუ რაღაცას არ გამოეხმაურა გარკვეული სპორტსმენი, ან პირიქით – როგორ გაბედა და გამოეხმაურა, დააფიქსირა პოზიცია, რომელიც იმ რადიკალური, ანტიქართული დაჯგუფებისთვის მიუღებელი იყო.

სხვა არაფერია ლიბერალური ფაშიზმი – სწორედ ეს არის ამ სენის პატარ-პატარა გამოვლინებები, რომლისგანაც ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავწმინდოთ პოლიტიკური სპექტრი და დავასვენოთ ქართული საზოგადოება ამ ტიპის გამოხტომებისგან“, – განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.