საზოგადოება

საქართველოს ცისტური ფიბროზის ასოციაცია: “საქართველოს ცისტური ფიბროზის ასოციაციის სახელით, გულწრფელ მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის, „ტრიკაფტას”, სახელმწიფო პროგრამაში ჩართვისათვის”

“ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის!
დღეს განსაკუთრებული მადლიერებით გვინდა აღვნიშნოთ ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც საქართველოს ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის გადაიდგა – სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მედიკამენტის, „ტრიკაფტას“, სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა”, – ნათქვამია ცისტური ფიბროზის ასოციაციის დირექტორის, ნინო თედიაშვილის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

“საქართველოს ცისტური ფიბროზის ასოციაციის სახელით, გულწრფელ მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს ამ გადაწყვეტილებისთვის.
განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ მიხეილ სარჯველაძეს!

მისი როლი ამ პროცესში ნამდვილად მნიშვნელოვანია. მან აიღო პასუხისმგებლობა, მოგვცა პირობა და ეს პირობა შეასრულა.

ჩვენთვის განსაკუთრებით ფასეულია, როდესაც პაციენტებისა და მათი ოჯახების იმედი მხოლოდ სიტყვებად არ რჩება და კონკრეტულ საქმედ იქცევა.

ცისტური ფიბროზის მქონე ადამიანებისთვის „ტრიკაფტა“ მხოლოდ მედიკამენტი არ არის. ეს არის ახალი შესაძლებლობა, უკეთესი მომავლის იმედი და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესების შანსი.

ჩვენ, როგორც პაციენტების ინტერესების დამცველი ორგანიზაცია, კარგად ვიცით, რამდენი შრომა, მოლოდინი და ბრძოლა დგას ამ შედეგის უკან. სწორედ ამიტომ, გვჯერა, რომ სახელმწიფოსა და პაციენტთა ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობა კიდევ არაერთ მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს.

მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესში თავისი წვლილი შეიტანა და ჩვენი პაციენტების საჭიროებები პრიორიტეტად აქცია.

🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪
ერთად, პაციენტების უკეთესი მომავლისთვის!“ – ნათქვამია განცხადებაში.