“ვფიქრობ, ეს ყველაფერი არ გამოიყურება ისე, რომ ზურაბიშვილისთვისაც მოულოდნელობაყოფილიყო. როგორც ჩანს ეს იყო დიდი ხნით ადრე კარგად დაგეგმილი შეფუთვის ერთ–ერთიეტაპი და ახლა ცდილობს, რომ რაღაცა ფორმით ერთის მხრივ ეცადოს ქართულსაზოგადოებასთან არგუმენტი ნახოს საიმისოდ, რომ ჩაიდინოს მოღალატეობრივი ნაბიჯი, რასაც ჰქვია მის მიერ სააკაშვილის შეწყალება“, – ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათადაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, პოლონეთის საგარეო საქმეთამინისტრის, რადოსლავ სიკორსკის მიერ სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაკეთებულგანცხადებას, სადაც სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილისგათავისუფლებაში სალომე ზურაბიშვილს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.
სარჯველაძის თქმით, რადოსლავ სიკორსკის ამგვარი განცხადება პრეზიდენტის მიმართყველაზე მინიმუმ ძალიან უხერხული დიპლომატიური სკანდალია.
„ეს შეუთანხმებელი პოლიტიკის წარმოება არის აი ასეთ შედეგამდე მიმყვანი, შედეგებამდერომელიც არის ყველაზე მინიმუმ ძალიან უხერხული დიპლომატიური სკანდალი, ასეშეგვიძლია დავარქვათ, იმიტომ, რომ თქმა იმისა, რომ უბრალოდ ქვეყნის სუვერენიტეტს დასამართლის უზენაესობას პატივს სცემ შეიძლება საკმარისი არ იყოს, როდესაც ამას აყოლებ, გარკვეულ შეკვეთებს აძლევ პრეზიდენტს შეწყალებასთან დაკავშირებით“, – განაცხადასარჯველაძემ.


