ლევან მაჭავარიანი: “საკონსტიტუციო სარჩელი გამყარებულია ფაქტებით და მტკიცებულებებით. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება როგორც სახელმწიფოებრივი,ისე ობიექტური”
საკონსტიტუციო სარჩელი გამყარებულია ფაქტებით და მტკიცებულებებით. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება როგორც სახელმწიფოებრივი, ისე ობიექტური,- განაცხადა გადაცემაში “იმედი Live” ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.
მაჭავარიანის თქმით, პროცესი იქნება საჯარო და საზოგადოება თავად დარწმუნდება სარჩელი რამდენად მყარია ფაქტებითა და მტკიცებულებებით.
“უშუალოდ “დედა” “ნაციონალური მოძრაობაზე” ალბათ კითხვის ნიშანიც არავის უნდა უჩნდებოდეს, იქიდან გამომდინარე რომ ჩვენს თვალწინ გაიარა სისხლიანმა რეჟიმმა, სადაც ყოველდღიურობა იყო პატიმების წამება, გაუპატიურება, ბიზნესის ტოტალური რეკეტი, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა და სხვა საშინელებები”, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შემდეგ საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გასასამართლებელი რეჟიმია.
“ამ შემთხვევაში საუბარია მათ სატელიტ პარტიებზეც, რომლებიც სხვადასხვა დივერსიფიცირებული სცენარით შემოგვთავაზეს მათმა გარე პატრონებმა, იგივე პარტია “ლელო”, გახარიას პარტია.
როდესაც ბოლო რევოლუციის სცენარი ჩაუვარდათ,ამის შემდეგ გადაწყვიტეს გარე უფროსებმა, რომ გახარიას პარტია შემოეშვათ პარლამენტში, რადგან ნახეს რომ ქუჩაში არაფერი გამოდიოდა, ეცადნენ საბოტაჟირების პროცესი პარლამენტში გაეგრძელებინათ, – აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა
პარტიების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას 21, 22 და 23 ოქტომბერს ჩაინიშნა.


