ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციური ალიანსის შესახებ: “ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა”
“მარგინალური ოპოზიციური ალიანსის მორიგი განცხადება 25 ოქტომბრიდან საპროტესტო კამპანიის დაწყებისა და 28 ნოემბერს „მასშტაბური აქციის“ გამართვის შესახებ კიდევ ერთხელ აჩენს კითხვებს მათი სტრატეგიის ეფექტიანობასა და რეალურ შესაძლებლობებზე”, – წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
„ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა!
წლების განმავლობაში, საზოგადოება ხედავს ერთსა და იმავე სცენარს: რადიკალური რიტორიკა, „ხისტი პროტესტის“ დაანონსება და დაპირებები, რომლებიც, საბოლოოდ, პოლიტიკურ ბალასტად და უშედეგო მცდელობებად რჩება.
მარგინალური ოპოზიციურ ჯგუფები დალპა. მათ არ გააჩნიათ საზოგადოებისთვის რეალური დღის წესრიგი, იდეა, მოტივაცია, კონსტრუქციული ალტერნატივა და მათი მთელი ტაქტიკა მხოლოდ ქუჩის აქციებსა და პოპულისტურ ლოზუნგებს ეფუძნება. ასეთი მოძრაობები სწრაფად კარგავენ ხალხის ნდობასა და მხარდაჭერას. აღარც უცხო ძალებს აინტერესებთ ამათი უშედეგო ბოგინი!
საბოლოო ჯამში, მსგავსი სამოქმედო გეგმა არა პოლიტიკურ ცვლილებებს, არამედ საკუთარი რესურსების სრულ ამოწურვასა და საზოგადოებრივი მხარდაჭერის საბოლოო დაკარგვას იწვევს”, – წერს სადღობელაშვილი.


