მსოფლიო

დონალდ ტრამპი: “ზელენსკი ისეთი ადამიანი არ არის, ვისთანაც საქმე უნდა გვქონდეს, მას მოლაპარაკება არ სურს, ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ, მათ უკრაინა გაანადგურეს”

Screenshot

„ზელენსკი ისეთი ადამიანი არ არის, ვისთანაც საქმე უნდა გვქონდეს. მას მოლაპარაკება არ სურს. ამბობს, რომ მოლაპარაკება სურს, მაგრამ არ სურს. არა, მე ზელენსკის დიდი გულშემატკივარი არ ვარ. მათ უკრაინა გაანადგურეს“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა “Newsmax-თან” ინტერვიუში.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ძირითადი მიზეზი ბარაკ ობამას პრეზიდენტობა იყო, რომლის დროსაც უკრაინა, სავარაუდოდ,

“იძულებული გახდა, ყირიმი დაეტოვებინა“.

„ყირიმი, უდავოდ, უკრაინის ყველაზე ღირებული ნაწილია. ის ოთხივე მხრიდან ოკეანეთია გარშემორტყმული. დიახ, მართალია. ეს ყველაზე ლამაზი მიწის ნაკვეთია. მე ნამდვილად ვიცი კარგი მიწა.

მინდა, რომ ზელენსკიმ შეწყვიტოს და იმავეს ვისურვებ პუტინისგანაც. ზელენსკი კვლავ ურტყამს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ის მხოლოდ მსოფლიო ნავთობის ფასებს ზრდის. ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ სამარცხვინოა“, – განაცხადა ტრამპმა.