„დღეს ჩვენ მეორედ არავის დავანებებთ, რომ ქვეყანა დაინგრეს – ეს არის ყველაზე მთავარი, და ივანიშვილმა ამაში შეასრულა ძალიან დიდი როლი“

145

„დღეს ჩვენ მეორედ არავის დავანებებთ, რომ ქვეყანა დაინგრეს – ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველაზე მთავარი, და ივანიშვილმა ამაში შეასრულა ძალიან დიდი როლი“, – განაცხადა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა.

„სააკაშვილის რეჟიმი უკვე იმ დონემდე მივიდა, რომ უკვე იყო სერიოზული მსხვერპლი, ძალიან კარგად ჩანდა, რა მოხდებოდა. მაგალითად, ახლა, ალბათ, ყველამ დაინახა, რომ იქნებოდა მეორე ფრონტი და ქვეყნისგან არაფერი დარჩებოდა. რამხელა გამოცდის წინაშეა თვითონ ბიძინა ივანიშვილი, ის, ვინც მის გუნდს წარმოადგენს და მთელი ქვეყანა, საზოგადოდ…

დღეს უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ ქვეყანამ გაიარა სცილასა და ქარიბდას შორის და ეს მოხდა იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ეს იყო ძალიან ზუსტი ალგორითმი ივანიშვილის მხრიდან; და მეორე, რაც ასევე აუცილებელი მომენტი იყო – აბსოლუტური, სრული რეზონანსი მასსა და საზოგადოებას შორის“, – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.