ირაკლი კობახიძე პეტერ მადიარის განცხადების შესახებ: „უკრაინის მიღებამ ევროკავშირში შეიძლება, გამოიწვიოს აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყნისთვის ევროკავშირიდან მისაღები დახმარების მთლიანად განულება, შესაბამისად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ლოგიკა საკმაოდ საფუძვლიანია“
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებას უკავშირდებოდა, რომლის მიხედვით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, შესაძლოა, 15 ან, თუნდაც, 20 წელი დასჭირდეს.
„უკრაინის მიღებამ ევროკავშირში შეიძლება, გამოიწვიოს აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყნისთვის ევროკავშირიდან მისაღები დახმარების მთლიანად განულება, – ეს არის, მაგალითად, ტექნიკური ფინანსური მიზეზი. არის ბევრი სხვა მიზეზი. რაც მთავარია, არის პოლიტიკური მიზეზები, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ეს ლოგიკა საკმაოდ საფუძვლიანია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


