პოლიტიკა

ეუთო-ს თავმჯდომარე: “ჩვენ უნდა შევქმნათ კონსენსუსი, რომელი ქვეყანა უხელმძღვანელებს ორგანიზაციას და მოვნახოთ კანდიდატურა 2028 წლისთვის. 57 მონაწილე ქვეყნის იმედი მაქვს, რომ დამეხმარებიან, რათა დეკემბრამდე ამ გადაწყვეტილებას მივაგნო”

“შვეიცარიის ყველაზე მნიშვნელოვანი როლი გახლავთ [ეუთო-ს] თავმჯდომარეობა.
ჩვენ უნდა შევქმნათ კონსენსუსი, რომელი ქვეყანა უხელმძღვანელებს ორგანიზაციას და მოვნახოთ კანდიდატურა 2028 წლისთვის”, – განაცხადა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთო-ს მოქმედმა თავმჯდომარემ იგნაციო კასისმა, რომელიც საქართველოს სტუმრობს.

„ვუახლოვდებით რა წლის ბოლოს, არის გადაუდებლობის სერიოზული გრძნობა. ღრმად განვიხილეთ ეს საკითხები და შევთანხმდით, გავაგრძელოთ კვლევა ყველა შესაძლო გადაწყვეტილებაზე.

შემდეგი რამდენიმე კვირის განმავლობაში უნდა შევქმნათ მექანიზმი, რომელსაც ამუშავებს ორგანიზაცია, რათა გადაწყვეტილება იყოს მონახული.

ჩემი ამოცანაა გადაწყვეტილების მონახვა ნოემბრის ბოლოს, რომ მინისტრთა კონფერენცია ლუგანოში ამ საკითხს აღარ განიხილავდეს. საბოლოო გადაწყვეტილება რომ იყოს მიღებული, ეს არის, უბრალოდ, სურვილი. მე გარანტის მიცემა არ შემიძლია.

57 მონაწილე ქვეყნის იმედი მაქვს, რომ დამეხმარებიან, რათა დეკემბრამდე ამ გადაწყვეტილებას მივაგნო.

ასევე, სტაბილურობისთვის, ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარეობდეს სამმაგი პროცესი – წარსული, მოქმედი თავმჯდომარე და შემდეგი თავმჯდომარე. ეს უზრუნველყოფს ორგანიზაციის მომავლის სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას“, – აღნიშნა კასისმა.